დემოკრატიული სკოლა - გარემო

11/10/2018
GPIDA Georgia-ის მიერ

2016 წელს მეგობრობის ხიდი - ქართლოსის (საქართველო), სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტისა (საქართველო) და სამოქალაქო განათლების ცენტრისგან (პოლონეთი) შემდგარი ორგანიზაციათა კოალიციამ სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით შეიმუშავა სასკოლო დემოკრატიის სტანდარტები.
დღესაც მნიშვნელოვანია სკოლების დემოკრატიზაცია, მათი ავტონომიურობის გაძლიერება. ჯერაც არ არის შეთანხმებული საზოგადოება შემდეგ საკითხებზე:- როგორია დემოკრატიული სკოლა;
- სკოლებში დემოკრატიული მიზნების მიღწევისა და შესაბამისი მეთოდების დანერგვის გზებზე.
სასკოლო დემოკრატიის სტანდარტები სამი მიმართულებისგან შედგება. ეს მიმართულებებია: მართვა, სწავლა - სწავლება და გარემო.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა მოამზადა სამი ვიდეო, რომელიც მოკლედ წარმოგიდგენთ დემოკრატიული და ავტონომიური სკოლის მახასიათებლებს.
დემოკრატიული სკოლის სტანდარტები იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/Z5g7Sy

ვიდეოები „GPIDA Georgia"-ისგან