თანამშრომლობის მემორანდუმი

15.03.2019 01:28

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და „ქემონიქს   ინტერნეიშენელ ინკორპორეიშენს“ შორის თანამშრომლობის დოკუმენტი გაფორმდა. ორგანიზაცია „იუესეიაიდის“პროექტის, - „ზრდა საქართველოში,“ - მთავარი  განმახორციელებელი პარტნიორია. დოკუმენტის თანახმად, ორგანიზაცია საქართველოს ვარძია-ხერთვისი-ოლოდას ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის იუნესკოს ძირითად ნუსხაში წარსადგენად მომზადებაში დაეხმარება. საერთაშორისო პარტნიორი განვითარებისა და მართვის ძირითადი გეგმის შემუშავების პროცესში ჩაერთვება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: