სისხლიანი კალო

07/26/2016
Tengiz Tsetsxlashvili-ის მიერ

დოკუმენტური ფილმი \"სისხლიანი კალო\"
მიეძღვნა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ახვლედიანისა და სამშობლოსათვის თავდადებულ ღირსეულ მამულიშვილთა ნათელ ხსოვნას. ნათარგმნია ინგლისურ (Bloody threshing floor) და რუსულ (Кровавый двор) ენებზე და განთავსებულია ფეისბუკისა და გუგლის სოციალურ ქსელებში, რომ ცივილიზებულმა სამყარომ კიდევ ერთხელ იხილოს და გაიგოს საქართველოში 2003–2012 წწ. სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულობები, ხოლო 2011 წლის 26 მაისის სამშვიდობო მიტინგის დარბევას ოთხი მამულიშვილის სიცოცხლე შეეწირა, რაც დღემდე გამოუძიებელია!

... ,,საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ბასის განცხადების ფრაგმენტი გავიხსენოთ პუბლიკაციიდან „და წვიმა ყველა ნაკვალევს შლის...“, რომელიც 26 მაისს დილით საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ საიტზე www.saqinfrom.ge გამოქვეყნდა: „ჯონ ბასს... წუხელ ერთი სიტყვით შეეძლო სისხლის ღვრის შეჩერება, თუმცა ეს არ გაუკეთებია! უფრო მეტიც – ტრაგედიამდე ორი საათით ადრე მოიწონა ხელისუფლების თვითნებობა, როცა სატელევიზიო განცხადებაში დემონსტრანტები მონათლა რადიკალებად, „რომლებიც ცდილობენ, გამოიწვიონ დაძაბულობა და კონფრონტაცია“, ანუ – დესტრუქციულ, საზოგადოებისათვის საშიშ და გასანეიტრალებელ ელემენტებად! ამგვარად აშშ მ 2011 წლის მაისში მორიგ ჯერზე უგანა პრეზიდენტ სააკაშვილს (როგორც 2008 წლის აგვისტოში, როცა არ გადაათქმევინა, დაეწყო საომარი მოქმედებები), რადგან ის თავისი უზომო ამბიციებითა და რუსეთთან მტრობით ამერიკისთვის მიუღებელი ხდება. მის გამო საქართველოს ვერ იღებენ ნატოში, რადგანაც საქართველოს წევრობის შემთხვევაში სააკაშვილი ალიანსისგან მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დახმარებას, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას რუსეთთან ომის გზით. ამიტომ ვაშინგტონმა სასწრაფოდ უნდა მოახდინოს მიშას დისკრედიტაცია, რათა საქართველოში რიგგარეშე არჩვენები ჩაატაროს. ამისათვის სააკაშვილი ჯერ პრაქტიკულად სომხად გამოაცხადეს (ტელეკომპანია „იმედი“, 2011 წლის 19 მაისი, „ქრონიკა“ 20:00სთ.), წუხელ კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, აიძულეს, დაეღვარა საკუთარი ხალხის სისხლი, რის გამოც სისხლიან დიქტატორად გამოაცხადეს“...
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნოხი ხიდირბეგიშვილი
26. 05. 2011 წ.