შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.კ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს - 1976 წელს დაბადებულ თ.წ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/
Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან