37
პოლონეთის ქალაქი პოზნანი დღეს ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებით არის სავსე. ორ საათზე ნაკლები დრო რჩება საქართველო-უკრაინის საფეხბურთო ნაკრებების მატჩამდე. ეს არის ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრა. თუ ჩეხეთის და ალბანეთის მსგავსად, დღევანდელი მატჩიც ქართველი „ჯვაროსნების“ სასარგებლოდ დასრულდება, საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს მსოფლიო ჩემპიონატისკენ. ჩვენი ქვეყანა უკვე მოგებული მატჩებით ერთა ლიგის B დივიზიონში B1 ჯგუფის ლიდერია. ქართული სიმღერები, შეძახილები, ჰიმნი, ფეხით მსვლელობა სტადიონამდე - ქართველი ქომაგები ნაკრების გამხნევებას სხვადასხვა ფორმით ცდილობენ. „ჯვაროსნები“ პოლონეთის უძველეს ქალაქში ოთხი დღის წინ ჩავიდნენ და მოსამზადებელი ვარჯიშებიც გაიარეს. საფეხბურთო კლუბ „ლეხის“ არენაზე ქომაგებმა შეკრება უკვე დაიწყეს. გულშემატკივრები იკრიბებიან პირველი რესპუბლიკის მოედანზეც, სადაც მატჩის საყურებლად დიდი ეკრანია დამონტაჟებული. პოზნანში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც - ნინო გაბელია დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
დათუნასთან ერთად არ გაიცინო?! | Try not to laugh challange
NikaTMG
პროფესია: სოციალური მედია მარკეტინგის მენეჯერი
Smart Academy
მარტივი რეცეპტები პუტკუნებისგან - 10.09.2023
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ჯემალი მედია-პოლიტიკურ ვიქტორინაში
ჩემი ცოლის დაქალები
მის ორსული საქართველო 2015
ჩემი ცოლის დაქალები
[პრომო] ჩემი ცოლის დაქალები - სეზ 5 სერ 8
ჩემი ცოლის დაქალები
ვითარება პარლამენტში - ანა ნაცვლიშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
[პრომო] ჩემი ცოლის დაქალები - სერ 67 სეზ 9
ჩემი ცოლის დაქალები