საბჭოეთის აჩრდილი 100 წლის შემდეგ (მუზეუმები)

ანალიტიკური გადაცემების სერია „საბჭოეთის აჩრდილი - 100 წლის შემდეგ“ მესამე გადაცემის თემაა - „სამუზეუმო სივრცეებში შემორჩენილი საბჭოთა „დიდიების“ ექსპოზიციები, სტალინის მუზეუმი, როგორც ანაქრონიზმი და მისი ადგილი დღევანდელ რელობაში. “ ავტორი და წამყვანი გიორგი სავანელი. პროდიუსერი ნათია სოყურაშვილი სტუმრები: ხათუნა ოჩიაური /არქიტექტორი, პოლიტიკოსი/; ნინო დალაქიშვილი /„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, საინიციატივო ჯგუფ „მარო მაყაშვილის“ წევრი/; ----------- გადაცემების მიზანია უკანასკნელი 100-წლეულის საზოგადოებრივი, ისტორიული და სოციალური პროცესების დიალექტიკური გააზრების სტიმულირება და ანალიტიკური დისკურსის წარმოებით, წარსულის გადააზრების ხელშეწყობა, საბჭოთა „მითების“ დეკონსტრუქციისა და საზოგადოებაში არსებული მენტალური, თუ სოციო-კულტურული ჩანარჩენების აღმოსაფხვრელად. პროექტის მხარდამჭერია - ფრიდრიჰ ნაუმანის ფონდი სამხრეთ კავკასიაში. პროექტი ხორციელდება საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ ინიციატივით და ეძღვანება დამოუკდიებლობის აღდგენის 30 წლისთავს და ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თარიღს.

მსგავსი ვიდეოები