პოლიციამ ხარაგაულის რაიონში მომხდარი ქურდობის 5 ფაქტი გახსნა.
02/11/2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის
მიერ
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული გ. ლ. და 1985 წელს დაბადებული ო.თ. დააკავა, 1979 წელს დაბადებულ ი. ბ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 5 და 29 იანვარს, ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანში მცხოვრები 5 მოქალაქის კუთვნილი სახლები გაქურდეს, საიდანაც სხვადასხვა სახის ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის \"ა\" და \"ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის \"ა\", \"ბ\" და \"გ\" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
Facebook : / miaofgeorgia
Twitter : / miaofgeorgia
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804