ნოდარ რევაზიშვილი - სამი ლექსი შვილს, ელენეს - "ღამის ლოცვა" "მა.." "გახსოვდეს შვილო.."
გთხოვთ, გამოიწერეთ არხი - / @doctornina1 ასევე გაეცანით facebook გვერდს - ცხოვრებისეული მიგნებებით სავსე სიღრმისეული პოეზია - / mangochemiapoetry წაკითხული ლექსები ღამის ლოცვა უსმინეთ ძილის წინ საკუთარი შვილის სუნთქვას ! * * * მა, შეიძლება მე ხვალ არც ვიყო, რა მოხდა მერე ?! შენი თვალები ხომ უკვე ვნახე. იმათ რაღა ქნან, ვინც ბუნდოვან ფრაგმენტებს აწყობს ?! ან იმათ მამა, ვინც პირველად ფოტოზე ნახეს ?! * * * გახსოვდეს შვილო შენი ფესვები, არ დაივიწყო ვისი გორის ხარ, ამ ქვეყნად მუდამ იყავ მთესველი და მოსავალი თუ არ მოვიდა, იშრომე, თესე, ნუ დაეცემი, ნუ აიშენებ სულში მტვრის ბუდეს, თუ ერთხელ მაინც ჯვარს არ ეცმევი გზას დაადგები ყოველთვის მრუდეს. სხვებში ვერასდროს იპოვნი მართალს თუ საკუთარი არ გაქვს სიმართლე, გახსოვდეს შვილო მუდამ და მარად შენ აგამაღლებს შენი სიმდაბლე. გთხოვ ნუ გაივლებ ფიქრადაც ღალატს, თუ გიღალატეს შენში გეტკინოს, ნურვის ნურასდროს ნუ ესვრი ტალახს, სხვის გასაჭირით არ მოგელხინოს. დატკბი, უცქირე გამჭვირვალე ზღვას, ნუ მოინდომებ ღელვას ბობოქარს, რომ ზღვაში გასულთ ოჯახები ჰყავთ, იმ მენავესაც ჩემებრ გოგო ჰყავს. ხშირად იარე წვიმაში მარტო, იგრძნობ ღმერთი ხელს როგორ ჩაგჭიდებს, არ დაფიქრდე და არა თქვა რატომ, თუკი ოდესმე ვინმეს დასჭირდე. ხანდახან მამის საფლავზეც მოდი, შვილებს ქართული უმღერე ნანა. ქვეყნად არასდროს არავის ვგმობდი, შენი უბრალო, პოეტი მამა ! ... ... ...
ჩემი ცხოვრება-ის სხვა ვიდეოები
"და ყველაზე მარტივი ჩემთვის არის სხვების დახმარება...
ნანკა კალატოზიშვილი სიმართლეს ამბობს აქციის შესახე...
Max Machaidze — აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის"
01:23
ბაქარი და თენგოი - 3000 ლარის მოგება — ჩემი ცოლის...
03:35
Nika Machaidze (Nikakoi) feat Tusya Beridze - Walk...
03:31
გემრიელი მჟაუნას სუპის ვიდეო რეცეპტი / gemrieli mj...
30:09
27 თებერვალი — 2019 | დასაწყისი — პირველი ნახევარი...
01:12
ქათმის უგემრიელესი რულეტის ვიდეორეცეპტი / კულინარი...