ნოდარ რევაზიშვილი - სამი ლექსი შვილს, ელენეს - "ღამის ლოცვა" "მა.." "გახსოვდეს შვილო.."

09/27/2017

გთხოვთ, გამოიწერეთ არხი -    / @doctornina1  
ასევე გაეცანით facebook გვერდს - ცხოვრებისეული მიგნებებით სავსე სიღრმისეული პოეზია -   / mangochemiapoetry  

წაკითხული ლექსები

ღამის ლოცვა

უსმინეთ
ძილის წინ
საკუთარი შვილის სუნთქვას !


* * *

მა,
შეიძლება მე ხვალ არც ვიყო,
რა მოხდა მერე ?!
შენი თვალები ხომ უკვე ვნახე.

იმათ რაღა ქნან,
ვინც ბუნდოვან
ფრაგმენტებს აწყობს ?!

ან იმათ
მამა, ვინც პირველად ფოტოზე ნახეს ?!


* * *

გახსოვდეს შვილო შენი ფესვები,
არ დაივიწყო ვისი გორის ხარ,
ამ ქვეყნად მუდამ იყავ მთესველი
და მოსავალი თუ არ მოვიდა,
იშრომე, თესე, ნუ დაეცემი,
ნუ აიშენებ სულში მტვრის ბუდეს,
თუ ერთხელ მაინც ჯვარს არ ეცმევი
გზას დაადგები ყოველთვის მრუდეს.

სხვებში ვერასდროს იპოვნი მართალს
თუ საკუთარი არ გაქვს სიმართლე,
გახსოვდეს შვილო მუდამ და მარად
შენ აგამაღლებს შენი სიმდაბლე.

გთხოვ ნუ გაივლებ ფიქრადაც ღალატს,
თუ გიღალატეს შენში გეტკინოს,
ნურვის ნურასდროს ნუ ესვრი ტალახს,
სხვის გასაჭირით არ მოგელხინოს.

დატკბი, უცქირე გამჭვირვალე ზღვას,
ნუ მოინდომებ ღელვას ბობოქარს,
რომ ზღვაში გასულთ ოჯახები ჰყავთ,
იმ მენავესაც ჩემებრ გოგო ჰყავს.

ხშირად იარე წვიმაში მარტო,
იგრძნობ ღმერთი ხელს როგორ ჩაგჭიდებს,
არ დაფიქრდე და არა თქვა რატომ,
თუკი ოდესმე ვინმეს დასჭირდე.

ხანდახან მამის საფლავზეც მოდი,
შვილებს ქართული უმღერე ნანა.
ქვეყნად არასდროს არავის ვგმობდი,
შენი უბრალო, პოეტი მამა !

... ... ...

ვიდეოები „ჩემი ცხოვრება"-ისგან