One awesome autumn day. | შემოდგომის ერთი დღე (წავკისის სამიარუსიანი ჩანჩქერი და უძოს მთა).
11/08/2021
AraGviani-ის
მიერ
One autumn day. | შემოდგომის ერთი დღე (წავკისის სამიარუსიანი ჩანჩქერი და უძოს მთა).
მდინარე ვერეს ხეობიდან უძოს მთის წვერზე თითქმის ყოველთვის ქრის ქარი. ამის გამო დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდი მანდ ფრენისგან თავს. ბოლოს თავი მოვიტყუე - წავკისიდან ავუშვი დრონი. მთის წვერიდან 500 მეტრით დაბლა და რამდენიმე კილომეტრის მოშორეებით საერთოდ არ იგრძნობა ქარის ნაკადი. ამით დამშვიდებულმა თამამად გავუშვი დრონი უძოს მიმართულებით. გზაში ჩანჩქერისკენ გაშვებული მზის სხივები გაეთამაშნენ კამერას. ჩავყევი სხივებს ჩანჩქერამდე და ისიც გადავიღე. ულამაზესი, რამდენიმე იარუსიანი, საკმაოდ დიდი ჩანჩქერია წავკისში, მდინარე წავკისისწყალის ერთ-ერთ შენაკადზე, რომელიც უძოს კალთიდან იღებს სათავეს. მერე აკუმულატორი შევცვალე და პირდაპირ უძოსკენ გავფრინდი. ვიდეოშიც ჩანს, თუ როგორ მიაქვს ქარს დრონი მარცხნივ და პერიოდულად მიწევს მიმართულების გასწორება. ქარის ხასიათიდან გამომდინარე, რამდენჯერმე ნახტომისებურად მომიწია მოხვევა და გამოსახულებასაც დაეტყო. ჯერჯერობით ჩემი საფრენი გამოცდილება სულ 15 საათია. უფრო კარგად რომ ვისწავლი ფრენას, მსგავსი ნახტომები აღარ მექნება კადრებში.
უძოს მთის წვერთან ფრთხილად იყავით მსუბუქი დრონის მფლობელები.
უძოს მთა, თრიალეთის ქედის ერთ-ერთი განშტოებაზე მდებარეობს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1410-1420 მეტრია.
გადმოცემების მიხედვით, უძოს მთის წვერზე უხსოვარი დროიდან იყო აგებული ნიში, სადაც მოდიოდნენ უშვილო (უძეო) ადამიანები და ღმერთს ევედრებოდნენ შვილი მომეციო.
სხვა გადმოცემის მიხედვით, უშვილო (უძეო) ქალ-ვაჟს მთის წვერზე აუშენებია ეკლესია წმინდა გიორგის სახელზე და შვილი უთხოვია ღმერთისთვის. ღმერთს შეუსმენია ვედრება და შვილი გასჩენიათ. ასეა თუ ისე, ამ ტაძარში საუკუნეების განმავლობაში მოდიან უშვილო ადამიანები და შვილს ევედრებიან ღმერთს. სახელი \"უძო\"-ც უძეო-დან მოდის. ყოველწლიურად, აღდგომის მომდევნო სამშაბათს, ადგილობრივი მოსახლეობა უძოობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ამჟამად უძოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გარდა, მთაზე განთავსებულია მოქმედი უძოს მამათა მონასტერი. ტაძრის ეზოდან ყველა მიმართულებით იშლება ულამაზესი ხედები აღმოსავლეთ საქართველოს სივრცეებზე.
Blog ➜ https://mobilisinmobilige.blogspot.com/
© YouTube/AraGviani
#Georgia #AraGviani #Tsavkisi #Udzo