ვანო მერაბიშვილს საკნიდან გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხავენ
05/09/2019
Maestro Television-ის
მიერ
ვანო მერაბიშვილს ციხის გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხავენ. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა აქვეყნებს. გამოკითხვა მერაბიშვილის ადვოკატის მოთხოვნის შესაბამისად ჩატარდება.
\" ივანე მერაბიშვილს პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ახსნა-განმარტება 2014 წლის 3 იანვარს ჩამოართვეს, ხოლო 2016 წლის 24 ივნისს, იგი სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა. ორივე შემთხვევაში ივანე მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მას არ შეუძლია დაასახელოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაყვანაში მონაწილე პირების ვიზუალური მახასიათებლები და ნიშან თვისებები. ამდენად, ორივე შემთხვევაში, ამოცნობის ჩატარება იყო შეუძლებელი. შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2018 წლის 12 ივლისს სისხლის სამართლის საქმეზე განახლდა გამოძიება და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოს. \" აღნიშვულია გენერალური პროკურატურის მეირ გავრცელებულ განცხადებაში.
Facebook: https://bit.ly/2IqEzpx
Instagram: https://bre.is/px2j78UIi