პრეზიდენტის განცხადება და პრემიერის გამოხმაურება


პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკას ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა წყვეტს, როდის აიღოს სესხი და როდის არ აიღოს. მისი თქმით, მთავრობამ გადაწყვიტა საგარეო ვალის ეტაპობრივად შემცირება და იმ სესხებზე თქვა უარი, რომელთა აღებაც ქვეყანას შეუქმნის პრობლემას. პრემიერის თქმით, პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია ამ საკითხზე, ამიტომ მთავრობის ადმინისტრაცია მისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სესხზე უარის თქმის მიზეზით ხელისუფლება გააკრიტიკა. მისი განცხადებით, სესხზე გაცხადებული უარი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად მისთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაუგებარია, რა განაპირობებს, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად, პრიორიტეტული გახდა საერთაშორისო ვალის შემცირება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან