"ყველაფერი მაქსიმალურად გაკეთდა [ემიგრანტებისთვის]" - ინტერვიუ ცესკოს თავმჯდომარესთან

14.10.2024 01:14:18

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე რადიო თავისუფლების შეკითხვებს პასუხობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი. ცესკოს გამოცდილი და სტაჟიანი თანამშრომელი, რომელიც თითქმის ოცი წელია სხვადასხვა პოზიციიდან არის ჩართული არჩევნების ადმინისტრირებაში, ამბობს, რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი არჩევნებია, სადაც მოსახლეობის 90% ელექტრონული წესით მისცემს ხმას, საქართველოს კი შეაფასებენ, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას. გიორგი კალანდარიშვილი პასუხობს კითხვებს საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ემიგრანტების ხმის უფლების გამოყენების სირთულეებზეც - ის მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა მათთვის, რათა არჩევნებში ხმის მიცემა შესძლებოდათ. 00:00 შესავალი 1:34 არის თუ არა 2024 წლის არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 6:30 ელექტრონული არჩევნების სპეციფიკა საქართველოში და სხვა ქვეყნებში 15:56 რა რისკები ახლავს ელექტრონულად ხმის მიცემას? 23:17 გააფერადე შემოხაზვის ნაცვლად - რა იცვლება ამომრჩევლისთვის? 29:06 შეიძლება თუ არა ბიულეტენზე ლექსები დაწერო და ყვავილები დახატო? 31:51 იძლევა არსებული წინასაარჩევნო გარემო თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას? 39:51 ვგმობთ ძალადობას! 44:50 ცესკოს დამოუკიდებლად განვიხილავთ თუ როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთ ინსტრუმენტად? 47:49 დეზინფორმაციები საარჩევნო პროცესში 51:54 ემიგრანტი ამომრჩევლის ხმის უფლება 1:13:01 [ბოლომდე] არღვევს თუ არა კანონს ქართული ოცნების წინასაარჩევნო ბანერები -- მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე https://www.radiotavisupleba.ge გამოგვყევი Youtube-ზე http://tinyurl.com/5ek3z4e3 Facebook-ზე http://tinyurl.com/yc84b2x3 Instagram-ზე http://tinyurl.com/2cb8w3wp TikTok-ზე http://tinyurl.com/3skhv3ws Threads-ზე http://tinyurl.com/bddphfyp

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო