5

09/01/2024

• ტერორიზმის და შეთქმულების მომზადებაზე მიმდინარე გამოძიება - გრიფით საიდუმლო საქმე, უკრაინაში ქართული ლეგიონის რიგებში მებრძოლთა გამოკითხვა და ჩვენებები; მხარეთა პოზიციები და პოლიტიკური შეფასებები
• ცოტა ხნის წინ რუსეთის მიმართ რადიკალური განცხადებებით გამორჩეული ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ჩრდილოელ მეზობელთან ეკონომიკურ კავშირსაც გმობდნენ და ტურისტებისთვის საზღვრის ჩაკეტვას ითხოვდნენ, წინასაარჩევნოდ რიტორიკას ცვლიან - ამომრჩეველთა დაკვეთა, პოლიტიკური გარდასახვა და რუსეთთან ურთიერთობის შერბილებაზე დადებული ფსონი
• მოახლოებული არჩევნები აშშ-ში, პირველი გამოკითხვა და პროგნოზები - ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა „დემოკრატთა“ საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა, რათა პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს; მედიის ცნობით, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიიდან გასვლის შემდეგ ჩატარებული პირველი გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის რჩეული, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან მარცხდება
• ხვალიდან ონკოპაციენტები საჭირო მედიკამენტებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებენ - ჯანდაცვის მინისტრი იმპორტიორებს გარკვეულ მედიკამენტებზე შექმნილი დეფიციტის აღმოფხვრისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელმწიფო ინტერვენციებით შესვლას და რეგულაციის განსხვავებული მეთოდების არჩევას გეგმავს; გადაწყვეტილება პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის და დაგეგმილი ცვლილებები

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.