მაშინ როდესაც გარშემო ბნელა და გარს მარტყია ზღუდე. არც სითბო არც სინათლე. ესაა ჩემთვის თავისუფლება? ქვევით თუ დავიხედავ მიწაა, ბალახი მწვანე ცოტა ნამიანი და აქა იქ ბაიებით მოფენილი. ეს არის რაც მახარებს სხვა არაფერი. ზევით ავიხედავ თვალს მზის სხივი მჭრის, მაგრამ სახეს მითბობს. ვხვდები ზღუდე მაინც ვიწროვდება ვიცი უკვე გამჭყლიტავს.
ჩემს ქალაქში ვსეირნობ, თავს ზევით აწკიპული, ზღუდის მიღმა ვერაფერს ვხედავ. სად ვიპოვო თავისუფლება? ისმის აუტანელი ხმა. მეშინია და როგორც ვფიქრობდი ისე მოხდა...გავიჭყლიტე.
ასე ხდება, წლები გადიან და ვხვდები, თავისუფლება მწყურია. მწყურია ყოველთვის. მე ვიფიქრობ ამაზე,ბევრს... და ვხვდები, უნდა ვიცოდე რა მინდა. თავისუფლება?
ჩემს თავს ბევრ კითხვას ვუსვამ და ღამეს თუ დილას სიზმრებში ვხედავ შეუზღუდავ ცხოვრებას. ლამაზია არა?
მაშინაც როდესაც შეზღუდული ვარ მე ვეძებ თავისუფლებას. ასე კედლები იმსხვრევა...მე თავისუფალი ვარ! ახლა ისევ დავხედავ მიწას ისევ ავხედავ მზეს. ახლა უკვე მინდორში ვირბენ სიმძიმის გარეშე. მიმოვიხედავ და ვიტყვი თავისუფლებაზე კარგი არაფერია. ეს კი ჩემთვის ყველაფერია.
Instagram: @ukulille
Portfolio: https://lilegvinjilia4.wixsite.com/li...