საქართველო-დანიის დაპირისპირება ანგარიშით 0:0 დასრულდა
საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში დანიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დაასრულა. ჩვენი გუნდი მატჩს საკადრო პრობლემებით შეხვდა. ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა დისკვალიფიკაციის გამო ისვენებდა, ნახევარდაცვაში მისი მეწყვილე ნიკა კვეკვესკირი კი ტრავმირებული იყო. ანალოგიური მიზეზით, ვლადიმირ ვაისის გუნდს დააკლდა სამი ცენტრალური მცველი (საბა კვირკველია, დავით ხოჭოლავა, ლაშა დვალი). დანია კი თბილისში მთავარი მწვრთნელის გარეშე გვესტუმრა. აგე ჰარეიდე მუხლის ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა და სტუმრებს მისი ასისტენტი, დანიის ნაკრებისა და მილანის ყოფილი თავდამსხმელი იონ დალ ტომასონი უძღვებოდა. პირველ ტაიმში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ. მეორე ნახევარში ჩვენი ბიჭები გააქტიურდნენ და რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, მაგრამ უშედეგოდ და შეხვედრაც უგოლოდ დამთავრდა. ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის „დ“ ჯგუფში, ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ოთხი ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზეა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი - LIVE-ის სხვა ვიდეოები
22:27
„მოამბე“ 21 საათზე, 21 სექტემბერი, 2019 #LIVE
06:26:16
„მოამბის“ სპეციალური გამოშვება - ბრწყინვალე აღდგომ...
31:46
„მოამბე“ 21 საათზე, 2 თებერვალი, 2019 #LIVE
29:57
„მოამბე“ 18 საათზე, 28 სექტემბერი, 2019 #LIVE
32:19
#მოამბე 18 საათზე, 3 აპრილი, 2019 #LIVE
29:09
„მოამბე“ 15 საათზე, 19 ივნისი, 2019 #LIVE
15:41
„მოამბე“ 10 საათზე, 19 ივნისი, 2019 #LIVE
24:21
„მოამბე“ 15 საათზე, 29 დეკემბერი 2018 #LIVE
მსგავსი ვიდეოები
"დინამო არენაზე" საქართველო დანიას დაუპირისპირდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დანიის თავდაცვის სამინისტროში
EUNATO GovGe
„სამართლიანი საზოგადოებისთვის“ - კონსორციუმის სამართლებრივი...
Radio Atinati
მსჯელობა მიგრაციის საკითხებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო-დანია საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან
Georgian Government
15-10-2018 Semis-50კგ.კრივში ჭაბუკთა შორის ევროპის პირველობა...
Sergo Davlianidze
"ტემპუსის" საერთაშორისო პროექტი თესაუ-ში
ტელეკომპანია თანამგზავრი