"მე როგორც გოგოს მამა სერიოზულად ვარ შეშინებული"-ქუთაისში აქცია გაიმართა


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობა „1000 მშობლის მარშს“ შეუერთდა. კამპანია #მომისმინე #პროტესტის100 დღე ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს მშობლებს, ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს. “1000 მშობლის მარშში\" მონაწილეების თქმით, მარშის მიზანია სახელმწიფოს საჯაროდ გააგებინონ მათი მთავარი მოთხოვნები.აქციის მონაწილეები მოითხოვენ, პროკურატურაში შეიქმნას სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტურად გამოიძიებს. ამასთან ითხოვენ ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდას, სქესობრივი განათლების ფორმალური განათლების ნაწილად შეტანას. მომისმინე პროტესტის100 დღე კამპანიაა, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ.

ვიდეოები „Mega TV - ტელეკომპანია მეგა"-ისგან