"აქვთ თავიანთი ტრადიცია, სამზარეულო"-კულინარიული ფესტივალი მესხების უბანში #მესხები#იანეთი#თანხმობა


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈

თუთმაჯი, მესხური ხინკალი, მანტი, სამსა , სინორი და ა. შ სოფელ იანეთში რეპატრირებული მესხების უბანში კულინარიული ფესტივალი გაიმართა. ადგილობრივებმა სტუმრებს მათი ტრადიციული სამზარეულო დააგემოვნებინეს და გულითადად უმასპინძლეს. გარდა ამისა გამოიცა ბროშურა , რომელიც კერძების რეცეპტებსა და მათი დამზადების წესებს მოიცავს . გარდა ამისა ადგილზე წარმოდგენილი იყო იმერული და მეგრული სამზარეულო.
ღონისძიება იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის „თანხმობა“ ორგანიზებით შედგა. „თანხმობის“ წარმომადგენლები უკვე წლებია მუშაობენ უბნის მაცხოვრებლებთან ერთად სხვადასხვა პრობლემის გადაწყვეტისა და მოგავრების მიზნით. ორანიზაციის იმერეთის ფილიალის კოორდინატორის ლეილა აშორდიას თქმით ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანესია თემის მაცხოვრებელთა ინტეგრაციისა და მათი კულტურის გაცნობისა და გაზიარების კუთხით .

ვიდეოები „Mega TV - ტელეკომპანია მეგა"-ისგან