წყნარი ცხოვრება არ გამოვიდა - მელსიკ ბდოიანი

საქართველო - სომხეთის საზღვართან ახლოს, ნინოწმინდაში ცხოვრობს 73 წლის მელს ბდოიანი, რომელიც სიამაყით იხსენებს 30 წლის წინანდელ ისტორიულ ფაქტს. ის ერთ-ერთია იმ 250 დეპუტატს შორის, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ზვიად გამსახურდიასთან ერთად ხელი მოაწერა. ქვეყნის დამოუკიდებლობას ხელი მას შემდეგ მოეწერა, როცა ქვეყნის სათავეში "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო" მოვიდა. ბდოიანის თქმით, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია შეიქმნა იმპულსი იმისა, რომ ქვეყნის სათავეში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა მოსულიყო. მთავარ პრობლემად იმ დაშვებულ შეცდომებს მიიჩნევს, რომლის გამოც ქვეყანამ სამაჩაბლო და აფხაზეთი დაკარგა. იმ წყენას და ტრაგედიას, რის გამოც საქართველოში არაერთი ომი დაიწყო. ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა - საქართველო, დღეს რომ გაჭირვებაშია, სწორედ არასწორად გადადმული ნაბიჯების ბრალია.

მსგავსი ვიდეოები