ს/კ გონიოს ბავშვთა აკადემია

05/25/2022

ს/კ გონიომ ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გახსნა, სადაც 6-14 წლამდე ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრებით დაკავების საშუალება ექნებათ.
როგორც კლუბში ამბობენ, თანდათან, ძირითად გუნდს, სწორედ ამ აკადემიაში ჩამოყალიბებული ფეხბურთელები შეავსებენ.

კლუბი 2020 წელს დაარსდა. 1-ელ წელს, რეგიონალურ ლიგაში მე-5 ადგილი დაიკავეს, რითაც საქართველოს თასზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე, \"გონიომ\" ხაშურის \"ივერია\" 4:0 დაამარცხა და მე-2 ეტაპზე მათი მეტოქე ხობის \"კოლხეთი\" იქნება.
გონიოს მოედანზე მათ ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვთ, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, ისინი საუკეთესო 32 გუნდში მოხვდებიან.

კლუბის მიზანი, 2028 წლისთვის, მინიმუმ მე-2 ლიგაში თამაშია. ისინი თვლიან, რომ კლუბის მაღალ დივიზიონში დაწინაურება სამომავლოდ ხელს შეუწყობს \"გონიოს\" სწრაფად განვითარებას, რაც მოედანზე კიდევ უფრო მეტ მაყურებელს მოიყვანს.

გვიპოვეთ აქ:
Facebook:   / mautskebeli.ge  
Instagram:   / mautskebeli.  .
Twitter:   / mautskebeli  
Web: https://www.mautskebeli.ge/

ვიდეოები „მაუწყებელი • Mautskebeli"-ისგან