მშობლის როლი ონლაინ სწავლების დროს


მშობლის როლი ონლაინ სწავლების დროს!

არის თუ არა მშობლის მოვალეობა გაკვეთილის მიმდინარეობის დროს შვილის გვერდით ჯდომა? როგორია მშობლების რეალობა?!

ნახეთ ერთი ოჯახის ანიმაციად ქცეული ისტორია და მოუსმინეთ განათლების დარგის ტრენერის, მანანა ჯინჭარაძის რეკომენდაციებს:
\"რეკომენდებული არ არის თქვენი შვილის სწავლის პროცესს მუდმივად აკვირდებოდეთ საკლასო ოთახის სივრცეში. მითუმეტეს, ვერ გაყვებით პროცესს, როცა 2 ან მეტი შვილი გყავთ.
ასევე, არის საფრთხე იმისა, რომ სასწავლო პროცესში რაღაცამ არ დაგაკმაყოფილოთ (მაგალითად, ,,ჩვენ ასე არ გვასწავლიდნენ’’) და თქვენმა ჩარევამ კონფლიქტები და უკმაყოფილება გამოიწვიოს.
დაბალ კლასებში მასწავლებელმა შეიძლება სთხოვოს (და არა მოსთხოვოს) მშობელს ზედამხედველობა. ასეთი თანამშრომლობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და ემყარებოდეს მასწავლებლის, მოსწავლის, და მშობლის სურვილს.
ბევრ ქვეყანაში, სკოლები ადგენენ ე.წ. ნეტიკეტს - ინტერნეტ-სწავლებისას ქცევის წესებს, რა არის დასაშვები და რა - არა. ამ ინფორმაციის მიწოდება საგანგებოდ ხდება მშობლებისა და მოსწავლეებისთვის.
კლასის ქცევის დარეგულირების მიზნით მშობლის დროისა და რესურსების გამოყენება არ არის გამართლებული. ონლაინ სივრცე და ჩატარებული გაკვეთილები მეტ ენერგიას და დროს მოითხოვს. მასწავლებელი მზად უნდა იყოს ამ ცვლილებისთვის და მეტი მოთმინება გამოიჩინოს ყოფაქცევასთან დაკავშირებით.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ დასწრების დროს, მასწავლებლის მიერ, ნებსით თუ უნებლიეთ, შეიძლება გაცემული იქნას, მისი რომელიმე მოსწავლის მაიდენტიფიცირებელი, რაიმე სახის ინფორმაცია, რასაც სხვა მოსწავლის დამსწრე-მშობელი უსმენს. ჩვენთვის უცნობია, რა მიზნით გამოიყენებს ის ამ ინფორმაციას და გამოიყენებს თუ არა საერთოდ, მაგრამ ამ პროცესს ბევრი რისკის ფაქტორი ახლავს.

ამ შემთხვევაში რამდენიმე რეკომენდაცია მექნებოდა:
1. რეკომენდაცია პირველი: სწავლის დასაწყისში სკოლამ, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად, შეიმუშავოს ნეტიკეტი და შეიტანოს ის სკოლის შინაგანაწესში.
2. რეკომენდაცია მეორე. სკოლის დირექციამ უნდა გააფრთხილოს ყველა მასწავლებელი, მშობლის შესაძლო დასწრების დროს, გაუთვალისწინებელ და მოსალოდნელ საფრთხეებზე.
3. რეკომენდაცია მესამე: ონლაინ სწავლების დასაწყისში, სკოლამ დეტალურად უნდა გათვალოს ყველა წვრილმანი, რომელმაც შეიძლება ოჯახს პრობლემა შეუქმნას. სწავლის პროცესში სკოლა, შეძლებისდაგვარად, უნდა შეეცადოს აღნიშნული პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას და სასწავლო პროცესში ჩართული ოჯახების ხელშეწყობას.

ანიმაციის ავტორია არასამთავრობო ორგანიზაცია\" მშობლები განათლებისთვის. ანიმაციის გამოყენება ავტორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.
ანიმაცია დამზადებულია \"მშობელთა დისტანციური სკოლის\" პროექტის ფარგლებში კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

Konrad-Adenauer-Stiftung South Caucasus
#მშობელთასკოლა
#მშობლებიგანათლებისთვის

ვიდეოები „მშობლები განათლებისთვის"-ისგან