"აწარმოე უკრაინისთვის" - ფართომასშტაბიანი კამპანია საქართველოდან

02.03.2022 12:58

უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით ფართომასშტაბიან კამპანიას #აწარმოე უკრაინისთვის იწყებს. კამპანიის მიზანია, დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულ უკრაინის მოსახლეობას, ასევე საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან და სახელმწიფოს ხელშეწყობით სხვადასხვა სასტუმროში არიან გადანაწილებული. სტუმარი: მიხეილ ხიდურელი - სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, დირექტორი;

გაზიარება: