მორიგი დიდი ამბავი. ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხვალ კომპანია m2 დახმარებით ვაჟა–ფშაველას სამკითხველო და განახლებული რეგისტრატურას გავხსნით. #გიორგიკეკელიძე : „ვაჟა-ფშაველას აზროვნებისა და გაქანების ადამიანი ჩვენ ორი-სამი თუ გვყავდა და მისი სახელის ქვეყნის უპირველეს წიგნსაცავში წარმოჩენა ძალიან მახარებს. მით უფრო მნიშვნელოვანი და სიმბოლურია ამ დარბაზის დამოუკიდებლობის დარბაზ-მუზეუმის სივრცეში არსებობა – ვაჟა თავისუფლების უმთავრესი ქომაგია. სასიამოვნოა, რომ ამ ყველაფერს განახლებული რეგისტრატურაც ემატება და ეს ყველაფერი კერძო ბიზნესის ხელშეწყობით ხდება” ,- აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.
#ეროვნულიბიბლიოთეკა
#ეროვნულიბიბლიოთეკა