ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული აიპ „ზუგდიდდასუფთავების" სამს...

11/04/2013
odishitv-ის მიერ

ზუგდიდის რამდნიმე ქუჩის მოსახლეობა მათი საცხოვრებელი ადგილების მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას ითხოვს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ქუჩები ნაგავსაყრელად იქცა და მათი გაწმენდა არ ხდება. ადგილობრივთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ანტისანიტარიაში უწევთ ცხოვრება და სხვადასხვა დაავადების გავრცელების საშიშროება არსებობს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ყველა იმ ქუჩაზე მივიდა, სადაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, ადგილზე მისულ ჯგუფს ასეთი სურათი დახვდა.მოსახლეობის გარკვეული ნაწილი საკუთარ ქუჩაზე სანაგვე ურნების არარსებობას უჩივის, მათი თქმით რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ იმისთის, რომ დაგროვილი ნაგავი ურნაში მოათავსონ, მოსახლეობის იმ ნაწილს კი ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ამის გაკეთება არ შეუძლია. მოსახლეობა შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ რამდენჯერმე მიმართეს შესაბამის უწყებას თუმცა თხოვნას რეაგირება არ მოყოლია. თეთრი გიორგის, გორის,პარიზის, ლენინგრადის ქუჩების, ასევე კომბინატის 1 უბნისა და ფაიფურის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ტერიტორიის ნაგვისგან გაწმენდას ითხოვენ, მათი თქმით საკითხი დროულად უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკოლოგიური საფრთხის პირობებში კიდევ დამატებიითი პრობლემები შეექმნებათ.ჩვენი გადამღები ჯგუფი მოსახლეობის ნაწილს ქალაქის ცენტრშიც გაესაუბრა, მათი თქმით ქალაქის დასუფთავებასთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობს და ნაგვის გატანა რიგ შემთხევევბში დროულად არ ხდება.აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული აიპ „ზუგდიდდასუფთავების\" დირექტორს ნუგზარ მალაშხიას მივმართეთ. მისი თქმით, ზემოაღნიშნულ ქუჩებში ძირითადად სამშენებლო ნაგავია დაყრილი, თუმცა კადრებში ნათლად ჩანს, რომ აღნიშნულ ქუჩებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებია მიმოფანტული. ნუგზარ მალაშხია „ოდიშის\" მიერ დასმულ შეკითხვებზე თავის გამართლებას შეეცადა, თუმცა რეალობა რეალობად რჩება.მალაშხია ას...
http://odishi.ge