მოქალაქეებს, რომლებიც რაჭის ტყეების გასხვისებას აპროტესტებენ, პროტესტი ისევ ეზღუდებათ
რაჭის ტყეების დასაცავად პროტესტმა თბილისში, გარემოს დაცვის სამინისტროსთან მე-6 დღეა გადმოინაცვლა. უკვე მე-6 დღეა საზოგადოება პირდაპირ ეთერში უყურებს, სახელმწიფო, პოლიციური აპარატი როგორ უზღუდავს აქციის მონაწილეებს შეკრებისა და გამოხატვის უფლებას. უფლებების შეზღუდვა შესაბამისი დასაბუთების გარეშე ხდება დემონსტრაციულად და ხორციელდება საპოლიციო აპარატის ხელით. პროტესტის მონაწილეებს არ მიეცათ საშუალება პროტესტი გამოხატონ სამინისტროს ეზოს ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ კანონი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ მათ ამის უფლებას აძლევს. პროტესტის მონაწილეებს არ მიეცათ საშუალება ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაშალონ იმგვარი კარავი, სადაც შესაძლებელი იქნება სიცივესა და წვიმაში თავის შეფარება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის უფლება კანონით აქვთ გარანტირებული. სწორედ კარვის გაშლის მცდელობას მოჰყვა საპოლიციო ძალების მხრიდან აქციის მონაწილეების დარბევა და 11 ადამიანის დაკავება პროტესტის პირველ დღეს. პროტესტის მონაწილეებს წართმეული აქვთ გათბობის უფლება, პოლიციამ მათ არ მისცა გენერატორის გამოყენების საშუალება, ბოლოს კი საპოლიციო სტრუქტურების წარმომადგენლებმა ღამით სამინისტროსთან მყოფ ადამიანებს პლედის გამოყენება აუკრძალა. პარლამენტში, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს მივაკოთხეთ რათა მისგან მიგვეღო განმარტებები. გვიპოვეთ აქ: Facebook: / mautskebeli.ge Instagram: https://www.instagram.com/mautskebeli... Twitter: / mautskebeli Web: https://www.mautskebeli.ge/
მაუწყებელი • Mautskebeli-ის სხვა ვიდეოები
ლალი ეფრემიძე ნამოხვანში მიმდინარე მოვლენების შემდ...
ილია ჭანტურია - "გემი დავლანდე"
სოფელი ზოდი განადგურების მოლოდინში
საძოვრის გარეშე დარჩენილი სოფელი/Otlaqsız qalan kə...
ცხოვრება ემიგრაციაში: ნანიკო ქურიძის ისტორია
კომპანიას მძღოლების ნახევარი მილიონი ევრო მართებს
გერმანიაში ქართველი მძღოლების გაფიცვა გრძელდება
გიორგი ზენაიშვილი: ტრაილერის მძღოლების გაფიცვა გერ...
მსგავსი ვიდეოები
რეგიონის ხმა - ამბროლაური / Regionis Khma - Ambrolauri (ეპიზ...
რეგიონის ხმა • Regionis Khma
ჩვენ ერთი ოჯახი ვართ | მიმოხილვები კონფერენციაზე „გლობალური...
ნიდერლანდებში მოქალაქეებს, რომლებიც სამსახურში ველოსიპედით დ...
PalitraNews
დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300 ლარიან კომპენსაციას...
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
ვითარება ავღანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
,,,თალიბანის" წევრები ავღანეთის იმ მოქალაქეებს ეძებენ, რომლე...
Euronews Georgia
აცრის წამახალისებელი პროგრამა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster