გიორგი გახარიას გამოსვლა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე
მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო, ვეცდები, მაქსიმალურად მოკლედ და კონცენტრირებულად წარმოგიდგინოთ ის ხედვა და რეფორმების გეგმა, რომელიც დღეს აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. იმედია, გვექნება საშუალება, განვიხილოთ ყველაზე პრობლემატური საკითხები, შემდგომი კითხვა- პასუხის რეჟიმში. დღეს ჩვენი მიზანი ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარანტიების შექმნაა. ამავდროულად, ამ მიზანს თან უნდა ახლდეს ნდობის აღდგენა მოქალაქესა და სამართალდამცავ ორგანოს შორის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ჩვენი პოლიტიკა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი და იმედი გვაქვს, რომ ამ პოზიციაში ჩვენი საზოგადოება იქნება სამართალდამცავი ორგანოების გვერდით. დღეის მდგომარეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისი ფუნდამენტური გამოწვევების გარდა, როგორიც არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, უსაფრთხოების გარანტიები, საზღვრის დაცვა, აქვს ახალი გამოწვევები: ადამიანის უფლებებზე ზრუნვა, პრევენციაზე ორიენტირებული საპოლიციო მართლმსაჯულება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. შესაბამისად, ჩვენ იმ ძირითადი საკვანძო მიზნების გათვალისწინებით, რომლებიც უკვე ჩამოვთვალე, ვსახავთ შემდგომ პრიორიტეტებს. დღეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რეფორმები კრიმინალური პოლიციის სისტემაში და რა თქმა უნდა, საზღვრის დაცვის მიმართულებით, ასევე, შემდგომი ნაბიჯის გადადგმა საპატრულო პოლიციის რეფორმირებაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ გამართული და პოლიტიკურად დამოუკიდებელი საპოლიციო სისტემის გარეშე არ არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატება. ვთვლით, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს დროული და სწრაფი. რაც შეეხება კრიმინალური პოლიციის რეფორმირებას, დღეს ჩვენ კარგად გვესმის, რომ ორგანიზებული დანაშაული არის ძირითადი გამოწვევა ჩვენ წინაშე. კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს მეტად ეფექტიანი და უფრო სწრაფად უნდა რეაგირებდეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას. ეს რეფორმა დიდი ხანია უკვე მომწიფდა და მისი ძირითადი მიმართულება იქნება სტრუქტურული სახის. ვრცლად იხილეთ : http://gov.ge/s/95b9d
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
არჩევნების მეორე ტური და ოპოზიციის სტრატეგია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შს მინისტრი პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 15 საათზე, 6 მარტი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
გიორგი გახარიას გამოსვლა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი გახარიას გამოსვლა დონორთა ყოველწლიურ ფორუმზე
TV IMEDI
გიორგი გახარიას გამოსვლა საპროტესო აქციაზე 14 05 2018 / 00:1...
სამოქალაქო საზოგადოება XXI
გიორგი გახარიას გამოსვლა საპროტესტო აქციაზე 13 მაისს
რადიო თავისუფლება
გიორგი გახარიას გამოსვლა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში/“დღი...
რადიო იმედი