თანაფა - პრეზენტაცია+დისკუსია (მაისი, 2024)
06/13/2024
#თანაფა #ზურაჯიშკარიანი #ალექსჩიღვინაძე #მაიაბარქაია #გაბრიელთოლორაია #ესმაბერიკიშვილი
მონაწილეობენ: მაია ბარქაია, ესმა ბერიკიშვილი, გაბრიელ თოლორაია, ალექს ჩიღვინაძე, ზურა ჯიშკარიანი.
\"ამ ტექსტში ზურა ჯიშკარიანი ნამდვილი კიბორგ ანთროპოლოგი ხდება. დონა ჰარავეის მსგავსად ზურა ქალღმერთობას კიბორგობას ამჯობინებს და მის ტექსტში ნარატივს არა-ადამიანური ობიექტები აწარმოებენ, აქ ავტორი აპლიკაციები და მდგომარეობები არიან და მათი პირით მოთხრობილ არ-ამბებს ვისმენთ. კიბორგ ანთროპოლოგიას ადამიანების და მის გარშემო არსებული არა-ადამიანური ობიექტების ერთმანეთთან კომუნიკაცია და ამ კომუნიკაციის შედეგად წარმოქმნილი კულტურული ცვლილება აინტერესებს და სწორედ ამ ცვლილებებს იხელთებს ზურას ტექსტი, რომელიც თავის მხრივ ენობრივი ექსპერიმენტია და სალიტერატურო ქართული ენის და პროგრამირების ენის მიჯნაზე ცხოვრობს. ყველანი აქ ვართ:, წერს ზურა: „ტირანოზავრნი და ტერმინო-ჟამნი, სამყაროს ქსოვილში უეცარი, უცნაური ფლუქტუაციების შედეგად აღმოცენებული ცნობიერებებიც და დასაქოქი, მექანიკური დელფინები,“ მოსიარულე თევზები და ამით ადამიანური და არა-ადამიანური ობიექტების თანასწორობას უსვამს ხაზს.\"
- ესმა ბერიკიშვილი