შავი კლდეების ტბა 3 დღიანი ლაშქრობა│ Black Rock Lake 3 days hike

#blackrockslake #blackrocklake #შავიკლდეებისტბა შავი კლდეების ტბის ლაშქრობა ითვლება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ ტრეკად. სტანდარტულად ესაა სამდღიანი ტური. დღე 1 - გამგზავრება ლაგოდეხის ადმინისტრაციული ცენტრიდან ტურისტულ თავშესაფარ მეტეომდე (13კმ). პირველი დღე ითვლება რთულად, წყალი იღება ან ტრეკის დასაწყისში ან მდინარიდან, სხვა ადგილი სადაც შეძლებთ წყლის ავსებას მეტეომდე არ გექნებათ. სავალი არის ტყეში, ამიტომაც ივლით სიგრილეში, თუ ჩვენსავით დაგემთხვათ წვიმიანი ამინდი ივლით უფრო სიგრილეში მაგრამ თავიდან ბოლომდე იქნებით სველები და ჭუჭყიანები, ამიტომაც ყოველთვის გქონდეთ კარგი წყალგაუმტარი ფეხსაცმელი, სალაშქრო ჩანთა კარგი საწვიმრით და აუცილებლად გამოსაცვლელი ტანსაცმელი. წყალი დაგჭირდებათ როგორც მინიმუმ 2 ლიტრა კაცზე! ჩვენი გამოცდილება : წვიმა რომ არა ბილიკი ბევრად მარტივი იქნებობა, ბევრ ადგილას ვეფლობოდით ტალახში და აღმართებში ფეხი გვისრიალებდა. მაყვლების წყალობით კი ფეხები სრულიად დაფხაჭნილი გვქონდა. დღე 2 - მეორე დღეს გადიხართ ტურისტული თავშესაფრიდან, ჯერ მიდიხართ ტბასთან და მერე გადადიხართ მეორე თავშესაფარში. ტბამდე მისვლამდე აუცილებელია გაიაროთ ჯარების რეგისტრაცია, გაითვალისწინეთ რომ თუ შედარებით დიდი ჯგუფი ხართ, ყველაფრის გადამოწმებას შეიძლება ერთ საათზე მეტი დაჭირდებს ამიტომაც გაითვალისწინეთ ეს ლოდინის დროც. ჩვენი გამოცდილება : ისევ და ისევ წვიმაში მეორე დღეს არც ისე სასიამოვნოა სიარული, რა თქმა უნდა ნისლის ხედები ძალიან კარგი იყო, მაგრამ სანამ ტბასთან მივიდოდით დაგვაწვიმა და საკმაოდ გავიყინეთ. ვინც იბანავა ტბაში ამბობდნენ რომ წყალი ძალიან რბილია და სასიამობნოა ცივ ამინდშიც კი. ტბიდან მეორე თავშესაფრამდე 3 კილომეტრია, ძირითადად არის სწორი, და დაღმართები, ამასაც მარტივად გაივლით. მეორე თავშესაფარი ბევრად ჯობია პირველს! უფრო მოვლილია და სასიამოვნო დასარჩენად დღე 3 - მესამე დღეა დაღმართების დღეა, დაღმართებში ჯოხები ძალაინ დაგეხმარებათ, ბევრი გვეუბნებოდა რომ ალპურ ზონაში საკმაოდ ცუდი დაღმართებია, მაგრამ ჩვენ უფრო გაგვიჭირდა დაღმართები ტყეში. თანაც წვიმების მერე ბილიკი არ იყო გაწმენდილი და 1-2 ჯერ ავცდით გზას, რის გამოც მაყვლებში მოგვიწია გასვლა. იმის მერე რაც შეხვალთ ტყეში წყალი არსად არ იქნება ამიტომაც გამოიზოგეთ. გამომყევით ინსტაგრამზე : tatakarb მუსიკისთვის მადლობა : AudioLibrary - ს https://studio.youtube.com/channel/UCvXgKYrQmpZwRh6saTkUrzA/music

მსგავსი ვიდეოები