საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წელს შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების დედები დააჯილდოვა

11.09.2013 07:59

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს რუსეთის აგრესიის შედეგად, კერძოდ, შინდისის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა დედები თამარ მეფის ორდენებით დაჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა ქართველი სამხედროების თავდადება და თავგანწირვა გაიხსენა და ყურადღება ქართველი დედების როლზე გაამახვილა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ის, რომ ქართველი ვაჟკაცები ღირსეულად იცავდნენ სამშობლოს, მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, სწორედ ქართველის დედების, მათი აღზრდის დამსახურებაა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მათ სახელოვანი ვაჟკაცების აღზრდისთვის და აღნიშნა, რომ მათი ბრძოლა საბოლოო დასასრულამდე უნდა მივიდეს. Visit Website: http://president.gov.ge Visit Facebook:   / saakashvilimikheil   Visit Twitter:   / saakashvilim   ----------------------------------------------------------------------------------------

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო