მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 29. სამხედრო ისტორიის გზამკვლევი

11/24/2021
Bitter Podcast-ის მიერ

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის\" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
-----------------------------------------
„მწარე პოდკასტის\" 29-ე ეპიზოდში, ძალიან ექსპრომტად, დაუგეგმავად და ინსტიქტურად, სამხედრო ისტორიაზე ვისაუბრე და გადავწყვიტე ამ საუბრისთვის „სამხედრო ისტორიის გზამკვლევი\" დამერქმია. სამხედრო ისტორიული კვლევა, გარედან სახალისო, საინტერესო და არც ისე რთული, რეალურად კი, უაღრესად კომპლექსური და შრომატევადია; მაგრამ, ამავე დროს, ისტორიის განუყოფელი ნაწილია, რომელიც გაცილებით აუმჯობესებს ეპოქების აღქმის, გააზრების უნარს, აფართოებს თვალსაწიერს და გვასწავლის დეტალების მნიშვნელობას.

მოკლედ განვიხილე სამხედრო ისტორიოგრაფია კეისრიდან მაკიაველამდე, მაკიაველიდან კლაუზევიცამდეკიგანამდე; სამხედრო ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ტექსტების მრავალფეროვნება; ჩინური, ბერძნულ-რომაული და ბიზანტიური ტრაქტატები; მოსაზრებები ომსა და სამხედრო საქმეზე სხვადასხვა დროში; სამხედრო ისტორიული კვლევის განვითარება ნაპოლეონის ეპოქიდან დღემდე; ბოლოს კი, სუნ ძის „ომის ხელოვნების\" უნივერსალურობასა და პრაქტიკულობაზე ვთქვი რამდენიმე სიტყვა.
https://www.podbean.com/ew/pb-2jh7m-1...

ვიდეოები „Bitter Podcast"-ისგან