5
12/20/2024
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მოქალაქე ლევან ნაჭყებია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნო პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში და წვრილმან ხულიგნობაში. მას სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. პროცესზე საპატრულო პოლიციის ორი ინსპექტორი დაიკითხა რომლებმაც განაცხადეს, რომ ნაჭყებია 11 დეკემბერს პარლამენტის წინ ღამის ორის ნახევარზე მთავრობას აგინებდა, წესრიგს არღვევდა, მათ მოწოდებას, - რომ რუსთაველის გამზირი დაეტოვებინა, არ დაემორჩილა და დააკავეს. ლევან ნაჭყებიამ განაცხადა, რომ პატრულ ინსპექტორი მამუკა ბარინდაული რომელიც ამტკიცებდა, რომ პირადად მან დააკავა, პირველად განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ ნახა და პატრულის ჩვენება იყო სიცრუე. რაც შეეხება მეორე მოწმეს, საპატრულო პოლიციის პატრულ ინსპექტორს საბა მარჩილაშვილს, ბრალდებული მისი მხრიდან დაკავებასაც გამორიცხავდა, აცხადებდა, რომ აღნიშნული პატრული დაკავების შემდეგ მანქანაში ნახა. დაკავებულის თქმით, მის დაკავებაში საპატრულო პოლიციის სხვა თანამშრომლები მონაწილეობდნენ და აღნიშნული მოწმეები სასამართლოში ცრუობდნენ. ადვოკატის თქმით, გარდა იმისა, რომ სასამართლოში იცრუეს დაკავების ოქმიც პოლიციელებმა გააყალბეს თითქოს მათ დააკავეს. ადვოკატი ლექსო არქანია აცხადებდა , რომ ნაჭყებია 11 დეკემბერს ღამის ორის ნახევარზე რუსთაველზე მეგობრის სანახავად იმყოფებოდა, პარლამენტის წინ 5 წუთის მისული იყო, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ადვოკატი პატრულის თანამშრომლებისგან დაინტერესდა, რატომ არ ჩართეს დაკავების დროს სამხრე კამერა ან რატომ არ გადაიღეს დაკავება ტელეფონებით, ან რატომ არ ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან კერძო და მუნიციპალური კამერების ჩანაწერები. პოლიციელებმა უპასუხეს, რომ აქციაზე დილიდან მუშაობდნენ სამხრე კამერის ჩართვა არაერთხელ მოუწიათ და დამჯდარი ჰქონდათ. რაც შეეხება ტელეფონით გადაღებას, დაკავების დროს ამის საშუალება არ ჰქონდათ. დღესვე კიდევ ერთ ახალგაზრდას სიტყვიერი შენიშვნა მიეცა. გუკა ბარდაველიძე 4 დეკემბერს პოლიტექნიკურის მეტროსთან იყო დაკავებული გდდ-ს თანამშრომლების მიერ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.