დევი და ნაცარქექია! ქართული ხალხური ზღაპარი - Qartuli zgapari: nacarkekia da devi!
03/30/2022
Gulbo Channel-ის
მიერ
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ზარმაცი და მუქთამჭამელი კაცი. სულ კერასთან იჯდა, ხელში ჩხირი ეჭირა და ნაცარს ქექავდა. სწორედ ამიტომ ხალხმა ნაცარქექია შეარქვა.
ნაცარქექიას კარგი მეოჯახე ძმები ჰყავდა.
კაცო, სულ რომ ნაცარს უზიხარ, ან ჭამა არ გინდა, ან სმა, - ეუბნებოდნენ ყოველდღე. მობეზრდათ ძმებს მისი უსაქმურობა და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გააგდეს სახლიდან. ერთი გუდა ნაცრით გაუტენეს და ზურგზე აჰკიდეს, ერთი სადგისიც გაატანეს და საგზლად ჭყინტი ყველი გამოუხვიეს. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ბოლოს ერთ უშველებელ მდინარეს მიადგა. შეეშინდა ნაცარქექიას წყალში გასვლისა და მდინარის პირას მხართეძოზე წამოწვა, - იქნებ ვინმემ გამოიაროს და გამიყვანოსო. საღამო ხანზე მოადგა დევი გაღმა ნაპირიდან მდინარეს და დაუწყო წყალს ხვრეპა. დაინახა ნაცარქექიამ და ხაფი ხმით გასძახა: ჰეი, რომელი ხარ, ახლავე აქ გამოდი, მხარზე შემისვი და გაღმა გამიყვანე, ფეხის დასველება მეზარებაო!
დევს ძალიან გაუკვირდა, და გამოსძახა: ვინა ხარ, რა სულიერი ხარ და მაგ თავხედობას როგორ მიბედავო?
ნაცარქექია დიდი მკვეხარა და ბაქიბუქაც იყო. შორიდან ისეთ ტრაბახს ატეხდა, რომ კაცს გორის მდრეკავი ეგონებოდა. შემოიყარა დოინჯი და გასძახა დევს: აი, შე ქინქლავ, შენა! ერთი არ მებრალებოდე და გიჩვენებდი, ვინცა ვარ. მაგრამ იცოდე, თუ ჭკუით არ იქნები, ასეთ თავხედობას მეორედ აღარ გაპატიებ. არ მინდა ქვეყანა დავაქციო, თორემ ისეთი ღონე მაქვს, დედამიწას რომ ხელი მოვავლო, ზეცას შევტყორცნი და ნაცარ-მტვრად ვაქცევო. თუ გინდა შევეჯიბროთ და ერთმანეთი ღონეში გამოვცადოთ! შენ მანდ აიღე ქვა, მე აქ ავიღებ, მოვუჭიროთ ორივემ ხელი და, ვინც წვენი გაადინოს, გამარჯვებულიც ის იყოსო. აიღო დევმა ქვა, მოუჭირა ხელი და სულ დაფშვნა, მაგრამ წვენი ვერ გამოადინა. დაიხარა ნაცარქექია, ვითომ ქვას ვიღებო, ამოიღო ჩოხის კალთაში გამოხვეული ჭყინტი ყველი, მოუჭირა ხელი და წვენი სულ წურწურით გაადინა. გაუკვირდა დევს, ეს ვინა ყოფილაო?!
აბა, ახლა სირბილში გამოვცადოთ ერთმანეთი, - გასძახა ნაცარქექიამ, - გავიქცეთ რიყეზე შენ მაქეთ, მე აქეთ - და ვინც მეტ მტვერსა და კორიანტელს აადენს, ბიჭიც ის იყოსო!
გაძუნძულდა დევი იქითა ნაპირზე და რიყის ქვებს სულ ხრაშახრუში დააწყებინა, მაგრამ მტვერი ვერა და ვერ აადინა!
ნაცარქექიამ კი მოიხსნა ნაცრიანი გუდა, გაკუნკულდა ნაპირზე და თან ნაცარი მიმოაბნია. ისეთი მტვერი და კორიანტელი ააყენა, რომ დევმა ვეღარაფერი დაინახა.
შეშინდა დევი, ეს მართლაც უძლეველი კაცი ჩანსო, გაღმა ნაპირზე გავიდა, მორჩილად ეახლა ნაცარქექიას და მხარზე შეისვა. შუა მდინარეში რომ შევიდნენ, დევმა გაუბედა ჰკითხა:
ბატონო, როგორღაც მეტისმეტად მსუბუქი მეჩვენებიო.
რაო? მსუბუქიო? გადაიხარხარა ნაცარქექიამ, - შენ რომ ჩემი სიმძიმის ამბავი იცოდე, მაგ სისულელეს აღარ წამოროშავდი. ცაში ღმერთს უხილავი თოკით ვუჭერივარ, თორემ ჩემი სიმძიმე ქვესკნელში ჩაგიტანდაო.
დევს ეჭვი შეეპარა, ამ ერთ ციცქნას ისეთი რა სიმძიმე უნდა ჰქონდესო, და ნაცარქექიას მოკრძალებით უთხრა:
აბა, ასძახე ღმერთს, რომ სულ ოდნავ შეგიშვას ხელი, მინდა შენი სიმძიმე გავიგოო.
ღმერთო აბა, ცოტათი მოუშვი თოკი, რომ ამ ბრიყვს ენა დავამოკლებინოო! - ასძახა ცისკენ ნაცარქექიამ, ჩუმად კი ამოიღო სადგისი და დევს კისერში დააჭირა. დევს ძალიან ეტკინა და თხოვა
შენი ჭირიმე, უთხარი ღმერთს, ისევ აგწიოს, თორემ მეტის ატანა აღარ შემიძლიაო.
მოაშორა ნაცარქექიამ ჩხირი და დევიც ისევ გაიმართა წელში.
ახლა ხომ დარწმუნდი, რა სიმძიმეც მქონიაო? - ჰკითხა ნაცარქექიამ.
მართლაც მეტისმეტად მძიმე ყოფილხარო, - უპასუხა დევმა და შინ მიიპატიჟა. სახლში მისულმა კერა გაახურა და ცომი მოზილა. გააკეთა ერთი უშველებელი ხმიადი, ჩადო კეცში, ცეცხლს მიუფიცხა და ნაცარქექიას უთხრა:
თუ უკაცრავად არ ვიყო, ამ პურზე თვალი გეჭიროს, რომ არ დაიწვას, მე ტყეში წავალ და სავახშმოდ ბარემ ნანადირევსაც მოვიტანო.
დევი წავიდა. ხმიადს ცალი გვერდი რომ დაებრაწა, ნაცარქექიამ იფიქრა, ახლა კი გადაბრუნების დროაო, და დაუწყო საკეცით წვალება.
წვალება-წვალებაში კეცი წამოიქცა და ნაცარქექია ქვეშ მოიყოლა. წვალობს ნაცარქექია, აფხარკალებს ფეხებს, ხვნეშის, ოხრავს, ქშინავს, მაგრამ კეცს ძვრას ვერ უშვრება. დაიღალა და შეშინებულმა ფერიც დაკარგა.
მოვიდა დევი და, ნაცარქექია რომ ამ ყოფაში დაინახა, გაკვირვებულმა ჰკითხა, - რა დაგმართნიაო?
რა უნდა დამმართნოდა? - შეუტია ნაცარქექიამ, - ცოტათი მუცელი წამომტკივდა და ცხელი კეცი დავიდევი. ახლა უკვე კარგად ვარ, მოდი და ამაცალეო.
დევმა კეცი ააცალა და ნაცარქექიაც წამოდგა.
ხმიადი გამოცხვა, ნანადირევიც მოხარშეს და ვახშამს შემოუსხდნენ. პურის ჭამაში დევმა ცხვირი დააცემინა და სტუმარი ჭერში შეაგდო. გულგახეთქილი ნაცარქექია თავხეს ჩაეჭიდა და ფხარკალი დაიწყო.
მანდ რას აკეთებო? - ჰკითხა დევმა.
რას ვაკეთებ და, აი ეს წკეპლა უნდა გამოვიღო და გვერდები აგიჭრელო, როგორ გაბედე ჩემთან ცხვირის დაცემინებაო?!
ღმერთო, ეს ვინა ყოფილა?! - გაოცდა დევი, ამოდენა თავხე მე ძლივს ბოძებზე ავიტანე და ეს კი წკეპლას ეძახის და გამოძრობას უპირებსო. აქაურობას თუ არ გავეცალე, ერთხელაც იქნება, რამეს მიშარებს და ცოცხალი ვეღარ გადავურჩებიო. - დაჰკრა დევმა ფეხი და ცხრა მთას იქით გადაიხვეწა.
დევის სახლ-კარი და სიმდიდრე მთლიანად ნაცარქექიას დარჩა, წავიდა, ძმებიც იქ მიიყვანა და უთხრა:
ძმებო, ეს ყველაფერი თქვენთვის დამითმია, ოღონდ ლუკმაპურს ნუღარ დამაყვედრით და ნურც ნაცრის ქექვას დამიშლითო.
გადაულოცა ნაცარქექიამ დევის სახლი და სიმდიდრე ძმებს, თვითონ კი აიღო ჩხირი, მიუჯდა კერას და ისევ ნაცრის ქექვა დაიწყო.
ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა. @GulboChannel