შსს-მ და ფინანსთა სამინისტრომ ნარკოტრანზიტის მარშრუტი გამოავლინეს და აღკვეთეს
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სპეციალური კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკების ტრანზიტის ახალი მარშრუტი გამოავლინეს. რის საფუძველზეც, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და უკანონოდ შენახვის ბრალდებით, 4 პირი: ბრაზილიის ფედერაციის 2 მოქალაქე - 1979 წელს დაბადებული დე სილვა კამპოს ჟ. და 1981 წელს დაბადებული ლუის კარლოს მ, 1980 წელს დაბადებული, ეკვადორის რესპუბლიკის მოქალაქე ლიზარდო პ. და 1957 წელს დაბადებული, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე ლევის გ. დააკავეს. სამართალდამცველებმა დე სილვა კამპოს ჟ, ლიზარდო პ, ლუის კარლოს მ. და ლევის გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება შემოჰქონდათ. პოლიციამ დე სილვა კამპოს ჟ-სგან და ლიზარდო პ-სგან 196 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 2 კილო და 228,84 გრ კოკაინია, ხოლო ლევის გ-ს და ლუის კარლოს მ-ს ჩხრეკისას ამოღებულია 3 კილო კოკაინი. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე : http://goo.gl/lIjtfY
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
შსს მ და შემოსავლების სამსახურმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ს...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ და სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე ორი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ და ცესკომ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს მ და შემოსავლების სამსახურმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ს...
allpress press
შსს-მ და ცესკომ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს
Giorgi Mgebrishvili
შსს-მ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
02-08-2015 შსს-მ და შემოსავლების სამსახურმა სომხეთის რესპუბლ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 46 პირი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო