„ოქროს ტალღა“ საქართველოში ის ერთადერთი მუსიკალური პროექტია, სადაც ქვეყნის ყველაზე გამორჩეული და განსაკუთრებული მუსიკოსები იკრიბებიან და შესაბამის ნომინაციაში გამარჯვებულებად სახელდებიან. 2011 წელს საუკეთესო კომპოზიტორის ნომინაციაში მაიკო კაჭკაჭიშვილი დასახელდა გამარჯვებულად, რომელიც არაერთი ვარსკვლავის საყვარელი მეგობარი, კოლეგა თუ უბრალოდ ის ადამიანია, რომელსაც მათ კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვის. შესაბამისად \"ოქროს ტალღა 2018\"-ზე ჩვენთვის გამორჩეული მომღერლები სწორედ მაიკო კაჭკაჭიშვილის სიმღერებით არიან ნომინირებულები. თუმცა, სანამ რომელიმე სიმღერა გამარჯვებას მოიპოვებს, მანამდე ჰოლდინგს კომპოზიტორი მის პატარა მოსწავლესთან, ანა ჯალაბაძესთან ერთად ესტუმრა, რომლის სიმღერის, „ჩამკიდე ხელის“ პრემიერა თათა სადრაძის გადაცემაში \"არტ FM\" შედგა.
________________________
Official Site - http://www.musicbox.ge/
MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478
Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia
Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge
#MusicBox #News #სიახლეები
________________________
Official Site - http://www.musicbox.ge/
MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478
Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia
Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge
#MusicBox #News #სიახლეები