კოლეჯ ,,ფაზისში“ ღია კარის დღე მოეწყო
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სსიპ კოლეჯ ფაზისის ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის განყოფილების ეზოში ინფორმირებულობის მიზნით ,,ღია კარის დღე ღია სივრცეში" მოეწყო. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა სახალისო აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა, გაცნობოდნენ კოლეჯში განხორციელებად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, მატერიალურ ტექნიკურ ბაზას, გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი და დარეგისტრირებულიყვნენ სასურველ სპეციალობაზე. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კოლეჯი ,,ფაზისი“-ს დირექტორთან ნინო ბაკურაძესთან და ხობი-ნოჯიხევის განყოფილების სასწავლო პროცესისა და სასწავლო პრაქტიკის მენეჯერთან ფერიდე გოგიასთან ერთად დაათვალიერეს სტუდენტების ნამუშევრები და გაეცნენ მათ ჩართულობას სხვადასხვა სფეროში. პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება. სწავლება ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და გაიცემა სახელმწიფო დიპლომი. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ - ვებგვერდზე - vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით არსებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. #გახდიპროფესიონალი #კოლეჯიფაზისი #ღიაკარისდღე2022
Khobi Info-News-ის სხვა ვიდეოები
12:12
ლადო ახალაიას აღსარება
01:22
#მადლობათავისუფლებისთვის
05:40
მალხაზი (მაგანა) ადამიას ხსოვნას 1964-2015
04:59
ვეფხია კუტივაძე \u0026 Алисиа Дубцова
00:54
ხეთის-კორცხოს წმ. თევდორეს სახელობის ეკლესია
01:04
ხობის მუნიციპალიტეტის მერი სტიქიის შედეგად დაზიანე...
07:26
ქავთარაძეების ოჯახი - ბებია ბაბუა, რომლებმაც კოვიდ...
01:09
უნიკალური აღმოჩენა ხობის მონასტერში 2009 წელი
მსგავსი ვიდეოები
ღია კარის დღე კოლეჯ ,,ფაზისში,, - ნოჯიხევში
Khobi Info-News
ღია კარის დღე ფოთის საზოგადოებრივ კოლეჯ "ფაზისში" 8 11 18
მეცხრე ტალღა
კოლეჯ ფაზისში განათლების მე-11-ე საერთაშორისო გამოფენა მოეწყ...
მეცხრე ტალღა
კოლეჯ ფაზისში მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო 09 10 2019
მეცხრე ტალღა
კოლეჯ ფაზისში, IT სპოეციალობაში, ოლიმპიადის ფინალური ტური ჩა...
მეცხრე ტალღა
კოლეჯ "ფაზისში" ტრეინინგები მიმდინარეობს 20 10 17
მეცხრე ტალღა
კოლეჯ „ფაზისში''სწავლება განახლდა 19 11 21
მეცხრე ტალღა
კოლეჯ „ფაზისში“ ტრენინგი მიმდინარეობს
Khobi Info-News