⭕️ბაიკერებო ფრთხილად!!!

პირველ რიგში ძალიან ვწუხვარ იმაზე, რაც უკვე წლებია ხდება ყოველ მოტო სეზონზე!!!! ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ყოველწლიური მსხვერპლი უკვე ტრადიციად გვექცა. სეზონის დასაწყისშივე დაწყებული სიკვდილიანობის ქრონიკა მთელი სეზონი გრძელდება და ლამის დღე არ გადის რომ ვიღაცის ავარიაზე არ გავიგოთ.... საბედნიეროდ ბევრი გამოდის მდგომარეობიდან, მაგრამ უმძიმესი შედეგითაც არაერთი მოტო ავარია სრულდება და ასე უბედურდებიან ოჯახები. ეს ეპიზოდი არ ჩამიწერია ვინმესთვის ჭკუის სასწავლებლად ან დასარიგებლად. ყველას ჩვენ-ჩვენი თავი გვაბია ტანზე და ვხვდები რომ ყველა თავად ვწყვეტთ რა მოგვეწონოს და არა, როგორ მოვიქცეთ და როგორ არა... ამ ვიდეოში უბრალოდ ვსაუბრობ იმაზე რასაც ვფიქრობ, ჩათვალეთ, რომ ხმამაღლა ვაზროვნებ და გიზიარებთ თქვენც. გულწრფელად მიმაჩნია რომ რაც უფრო სწორ ინფორმაციას მიიღებენ დამწყები რაიდერები და ისინი ვინც ახლა 15-20 წლის არიან , მით უფრო ნაკლები მსხვერპლი იქნება რამოდნეიმე წლის მერე როცა ეს ხალხი მოტოებს იყიდიან და გამოვლენ გზებზე... მიმაჩნია, რომ ეს გაუთავებელი მოტო მსხვერპლი რამენაირად უნდა დასრულდეს და ჩვენს გარდა ამას ვერ დაასრულებს ვერავინ. ვუსამძიმრებ თითოეული რაიდერის ოჯახს და სამეგობროს, ვისაც არამარტო წელს, როდესმე მოტოავარიის გამო საყვარელი ადამიანი დააკლდა და ენატრება! უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა!!!! ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გამოყენებული მუსიკა: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა რომ არ გამოტოვოთ ახალი ატვირთვები! ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გამომყევი ყველგან: www.Facebook.com/SuperSkinny www.instagram.com/SuperSkinnyOfficial www.TikTok.com/SuperSkinny www.linkedin.com/in/motovlogger-superskinny-4b94b11b0 #უსაფრთხოებაუპირველესყოვლისა #SuperSkinny

მსგავსი ვიდეოები