პრემიერ-მინისტრის ანგარიში

პარლამენტი დღეს პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრია. საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის წლიური ანგარიშის წარსადგენად მისული პრემიერის გამოსვლა ხმაურის და მწვავე კრიტიკის ფონზე მიმდინარეობს. მეშვიდე საათია, სხდომათა დარბაზში მძიმე ურთიერთბრალდებები ისმის. ანგარიშის გაცნობის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმი დაიწყო, რა დროსაც მთავრობის მეთაურს ოპონენტების მწვავე გამოსვლების მოსმენა მოუხდა. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებმა კორუფციაში, ნეპოტიზმში, ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის ხელოვნურად დაზიანებაში დაადანაშაულეს. ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს - პოლიტიკური განცხადებების გარდა გამოსვლა სამომავლო გეგმებზე საუბარსაც მოიცავს. წინ პოლიტიკური დებატებია.  თეონა მანაგაძე მუშაობს პარლამენტში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები