სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორის წარდგენა

2 თვის წინ

საქართველოს კულტურის მინისტრმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორი - მხატვარი, პროფესორი ყარამან ქუთათელაძე და ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი (კანცლერი) ლალი თარიმანიშვილი წარადგინა. როგორც თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თბილისის სამხატვრო აკადემიაში ახალი რექტორის არჩევნები გაუმჯობესებული წესდებით ჩატარდა და პროცესი გამჭვირვალედ და დემოკრატიულად წარიმართა. სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორის არჩევნები 18 ნოემბერს ჩატარდა. კანდიდატურა შეირჩა კონკურსით და აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით, რექტორად ოთხი წლის ვადით აირჩია ყარამან ქუთათელაძე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან