ყულევში, ქარიატასა და შუა ხორგაში წყლის პრობლემა აღარ იქნება
12/01/2017
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე-ის
მიერ
➡️ ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის, შუა ხორგის და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალსადენი სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მისი ღირებულება 920 ათას ლარს შეადგენს.
➡️ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ 2000-ზე მეტი მოსახლე სასმელ წყალს მიიღებს. მაგისტრალის სიგრძე 34 კილომეტრია. სამუშაოების პირველი ეტაპი 2018 წლის 20 მარტამდე დასრულდება.
➡️ ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალი სასმელად გამოუსადეგარია და მცხოვრებლებს სასმელი წყალი, დღემდე ცისტერნების მეშვეობით მიეწოდებათ. მიმდინარე სამუშაოები ხობის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დაათვალიერეს.
#რეგიონები2017 #სამეგრელო2017 #ხობი2017 #წყალმომარაგება2017