2012 წლის 21 იანვარს ჩახუტების საერთაშორისო დღე აღინიშნა საქართველოში ადო ბერიკელაშვილის ორგანიზებით (http://adolis.wordpress.com/). წინასწარ ვთქვი, რომ ამინდის პროგნოზი ცდება და 21 იანვარი ყველაზე თბილი დღე იქნება საქართველოში, როგორც ხედავთ არ შევმცდარვარ. მსვლელობის დასასრულს ვესტუმრეთ ყველაზე თბილ თბილისის მეორასე სკოლა-პანსიონს და გავუზიარეთ ბავშვებს სითბო. უნარშეზღუდულ ბავშვებს გადავეცით აქციის მონაწილეთა მიერ მოტანილი ტკბილეული და სათამაშოები.