რომაელთა მიმართ ეპისტოლე – პავლე მოციქულის 14 ეპისტოლიდან ერთ-ერთი. ამ წერილით პავლე მოციქულმა მიმართა რომაელ ხალხს იმ განზრახვით, რომ რომი გადაექციათ ქრისტიანული მისიის ისეთ ცენტრად დასავლეთში, როგორიც ანტიოქია იყო აღმოსავლეთში.
სამ ნაწილად იყოფა ეს წერილი:
პირველ ნაწილში (თთ.1-8) გადმოცემულია იესო ქრისტეს აზრი, რომ რაც შეუძლებელია კაცისათვის, ის შესაძლებელია ღმერთისათვის. რაკი ორივენი – იუდეველები და წარმართები აღმოჩნდნენ სჯულის დამრღვევნი, ღმერთი მათ აძლევს შანსს, განთავისუფლდნენ ცოდვებისაგან და ქრისტეს სამსხვერპლო თვითშეწირვის გზით მორწმუნე კვლავ დაუბრუნდება ღმერთთან ერთობას, რომელიც იყო, მაგრამ დაირღვა ცოდვით. მოქცევის შემდეგ მადლისა და ცოდვის ურთიერთთან ბრძოლაში სულის გამარჯვება ხორცზე უზრუნველყოფილია, თუკი ქრისტიანს ემახსოვრება, რომ იესო ეწამა ადამიანის ცოდვების გამოსყიდვის მიზნით (რომ. 6,2-3), ხოლო ადამიანი უნდა გახდეს შვილი ღვთისა, ახალი კაცი, რომელსაც წარმართავს ღვთის სული.
ეპისტოლის მეორე ნაწილი (თთ. 9-10) უპასუხებს კითხვას: სამუდამოდ უარყო ღმერთმა თავისი რჩეული ისრაელის ერი – აღთქმის ერი, თუ არა? რაზედაც ეპისტოლე პასუხობს, რომ ეს იმ დრომდე მოხდება, ვიდრე ღვთის სასუფეველში არ შევა მთელი მოქცეული წარმართობა, და მხოლოდ მაშინ გადარჩება ისრაელი, როგორც ხალხი. ყველანი ურჩობაში მოამწყვდია ღმერთმა, რათა ყველანი შეიწყალოს (რომ. 11,32). ასეთია ღვთის შეუცნობელ გზათა მიზანი.
ეპისტოლის მესამე ნაწილში (თთ. 12-16) პავლე მოციქული მორწმუნეებს ცხოვრების ისეთ წესს აკისრებს, რომელიც შეესაბამება მათი ღვთის შვილობის მაღალ წოდებას. მოუწოდებს მათ, რომ იყვნენ რწმენაში ძლიერნი, მაგრამ მოკრძალებულნი თავის ჯერ კიდევ სუსტ თანამოძმეთა მიმართ, მიბაძონ ქრისტეს მაგალითს სიმდაბლესა და თავგანწირვაში. ბოლოს მოციქული ესალმება რომში მყოფ თავის მეგობრებს და თანამოღვაწეებს და აფრთხილებს ყველას, მოერიდონ განხეთქილებისა და ცდუნების შემომტანთ.
© ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
http://pressclubi.ge/
https://www.facebook.com/Agency.Infon...
ავტორი: ვაკო კუპრაშვილი