ახალგაზრდული პარლამენტის...

07/02/2012
odishitv-ის მიერ

ახალგაზრდული პარლამენტის პლენარული სხდომა.

29 ივნისს, ქალაქ ზუგდიდში გაიმართა ახალგაზრდული პარლამენტის მე-10 სხდომის გახსნა. საპარლამენტო სხდომაში მონაწილეობას იღებენ ქ.ზუგდიდიდან და მისი რაიონებიდან შერჩეული ახალგაზრდები. სხდომაში მონაწილეთა მსურველთა რიიცხვმა 500 აპლიკაციას გადააჭარბა, თუმცა გასაუბრების საფუძველზე შეირჩა 160 ახალგაზრდა, რომლებიც გადანაწილდნენ შესაბამის კომიტეტებში, სადაც მუშაობა დაიწყეს სხვადასხვა აქტუალური საკითხის ირგვლივ. ახალგაზრდა პარლამენტარები შვიდ კომიტეტში მუშაობდნენ ორი დღის განმავლობაში, ხოლო მესამე დღეს მიღებული დადგენილებები წარადგინეს პლენარულ სხდომაზე. სხდომა შოთა მესხიას სახ. უნივერსიტეტში გაიმართა.
http://www.odishi.ge/
  / odishitv