4 ივნისს თბილისში ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი. ადიდებული მდინარე თავშესაფარში შეიჭრა. როგორც მეპატრონე ამბობს, დამხრჩვალი იპოვეს 15 ძაღლი, ბევრი კი დინებამ წაიღო. ძაღლების ნაწილი თავშესაფრიდან გაიქცა. თამაზაშვილის თქმით, განადგურებულია 2200 კვ.მ. ფართობი, თავშესაფრის პირველი სართული. დილიდან ადგილზე მივიდნენ მოხალისეები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ცდილობენ ცხოველების გადარჩენას და თავშესაფრის დასუფთავებას. სულ თავშესაფარში 500-მდე ძაღლი იყო, ასევე არის რამდენიმე დათვიც.
Originally published at - http://www.radiotavisupleba.ge/media/...
Originally published at - http://www.radiotavisupleba.ge/media/...