ახალი სპეც-ავტომობილ Ford Interceptori-ის ექსტრემალურ მართვაში ტრენინგი ჩატარდა
10/02/2014
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის
მიერ
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ახალი საპატრულო სპეცავტომობილის - „Ford Interceptori“-ს შესწავლისა და ექსტრემალური მართვის დაუფლების ორდღიანი ტრენინგი გაიარეს. ტრენინგი რუსთავის ავტოდრომზე ჩატარდა.
თეორიული კურსი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალურად მოწვეულმა მაღალკვალიფიციურმა ტრენერმა უილიამ მაქქუსლანდმა, ხოლო პრაქტიკული სწავლება ასევე ამერიკელმა მაღალკვალიფიციურმა ტრენერმა გრეგ პარკეტმა ჩაატარა.
„ექსტრემალური მართვის სწავლება პოლიციის საპატრულო \"Ford Interceptori\"-ს მანქანაზე“ მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: \"Ford Interceptori\"-ს შესაძლებლობები; ექსტრემალური მართვა და მანევრი, საჭირო საბაზისო მართვის სწავლა და უნარ-ჩვევები. ტრენინგის პირველი დღე თეორიულ კურსსა და ექსტრემალურ მართვას, მეორე დღე კი მთლიანად ჩქაროსნულ მართვას და მანევრებს დაეთმო.
ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყველა პატრულ-ინსპექტორი დაეუფლება ახალი საპატრულო სპეცავტომობილ „Ford Interceptori“-ს მართვას. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ახალი სპეცავტომობილებით დედაქალაქის ქუჩებში პატრულირებას ნოემბრის ბოლოდან დაიწყებენ.
„Ford Interceptori“ მაღალი გამძლეობით, უსაფრთხოების და მოძრაობის გაძლიერებული მახასიათებლებით გამოირჩევა. იგი სპეციალურად აშშ-ს საპატრულო პოლიციისთვის არის შექმნილი. ახალი სპეცმანქანა აღჭურვილია სხვადასხვა დამატებითი უსაფრთხოების მოწყობილობითა და სისტემით, რომელიც არ გააჩნია საქართველოში დღეს მოქმედ არც ერთ სპეცავტომობილს. აღსანიშნავია, რომ „Ford Interceptori“-ს ავტომანქანებს სამწლიანი საექსპლუატაციო ვადა გააჩნია, რაც საპატრულო პოლიციის სარგებლობაში არსებული ავტომანქანების შენახვის ხარჯებს გაცილებით შეამცირებს.
სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე : http://goo.gl/Dx3zG8