0
აშშ-ში ხვალ, 3 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაუპირისპირდებიან. რიგით 46-ე პრეზიდენტის ასარჩევად, ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე ისარგებლა 92 მილიონმა ამომრჩეველმა. რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. მათ შორის 60 მილიონზე მეტმა, საკუთარი არჩევანი ფოსტის საშუალებით გააკეთა, რის გამოც, პროგნოზირებენ, რომ ხმების დათვლის პროცესი დროში გაჭიანურდება და საბოლოო შედეგები არა 4 ნოემბერს, არამედ უფრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. „ბიბისის“ ინფორმაციით, დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი, გამოკითხვებში მყარ ლიდერობას ინარჩუნებს. მაგრამ ეს უპირატესობა უფრო ნაკლებია საკვანძო შტატებში, რამაც შეიძლება არჩევნების ბედი გადაწყვიტოს. არჩევნების წინ, ჯო ბაიდენი მხარდამჭერებს პენსილვანიის შტატში შეხვდა. პრეზიდენტი კი, ხუთ შტატს: აიოვას, მიჩიგანს, ჩრდილოეთ კაროლინას, ჯორჯიას და ფლორიდას ესტუმრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ეკონომიკის სამინისტრო მონოპოლიას ახალისებს 27 11 17
Stop Corruption
როგორ ნახოთ უფასოდ ვინ გამოგიგზავნათ NGL შეტყობინებები |ნახე...
Solution Exclusive
"ხალხისადმი ასე მიმართვა არ შეიძლება" - ილიას ზუროსის მუშაობ...
ტვ პირველი • TV Pirveli
გაკვეთილი 33
Oleg Dangadze
საახალწლო
merry bendeliani
ინგლისური ენის შესწავლა ასევე
Georgian
როგორ ვცეკვავ მოგწონთ მაშინ ლაიქები მოაყარეთ
გიორგი გელაშვილი
ორგანიზებული და წახალისებული ძალადობა ოპოზიციაზე | ნუგზარ წი...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi