საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა და ტორბიორნ იაგლანდტმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და განხორციელებული რეფორმები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და მას დემოკრატიული და სამართლიანი უწოდა. მან კოჰაბიტაციის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრისას, მათ იმ პროგრესის გაგრძელების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ ამ მიმართულებით მიაღწია.
საქართველოს პრეზიდენტმა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს ევროსაბჭოს როლი საქართველოს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებსა და ევროინტეგრაციის პროცესში. შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა იყო. Visit Website: http://president.gov.ge
Visit Facebook: / saakashvilimikheil
Visit Twitter: / saakashvilim
----------------------------------------------------------------------------------------