ბეგლარ ელბაქიძის მესამე საზღვაო-სარეკორდო მარათონი. Beglar Elbakidze’s Third Sea-Record Marathon

01/09/2019
Keti Mgaloblishvili-ის მიერ

2018 წლის 2 სექტემბერს, საქართველოს საზღვაო ტერიტორიულ წყლებში, საერთაშორისო მარათონი “ოქროს საწმისის” და „ბათუმობის“ ტრადიციული დღესასწაულის პროგრამის ფარგლებში გაიმართა ბეგლარ ელბაქიძის მესამე მსოფლიო საზღვაო-სარეკორდო მარათონი, რომლის ანალოგი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს.

58 წლის ქართველმა მორკინალმა, მუსიკოსმა და ხალხური ცურვის დიდოსტატმა, ორგზის მსოფლიო რეკორდსმენმა ბეგლარ ელბაქიძემ, ზეზელა ანუ მხედრული, ხელებაღმართული სტილით (მარჯვენა ხელში ეჭირა საქართველოს ალამი, ხოლო მარცხენაში ბათუმის ემბლემა), ულასტოდ, შეუჩერებლად, სპეცკოსტიუმისა თუ სხვა დამხმარე საცურაო საშუალების გარეშე, მხოლოდ ფეხური ცურვით დაძლია 14 ოლიმპიური დისტანცია (14X1500=21000 მეტრი) – 21.0 კილომეტრი, 13 საათსა და 35 წუთში. სტარტი იყო ბათუმის შუქურა (08:45 საათი), ფინიში – ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ზღვის სანაპირო (22:20 საათი).

მარათონის მეთავე-ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურობათა ხელშემწყობი კავშირი “გიორგი”, საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება, ფაზისის საერო-სამეცნიერო აკადემია; ხოლო თანამდგომ-ხელშემწყობნი: აჭარის ა/რ ორგანიზაციები, ვეტერან სპორტსმენთა კავშირი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ხაშურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი.

ამინდი იდგა კარგი, მზიანი: ჰაერის ტემპერატურა იყო +30, ზღვისა +26-27. მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ, მთელი ორი საათის განმავლობაში, მდინარე კინტრიშის შესართავიდან ფინიშამდე, მარათონელს ცურვა მოუხდა შედარებით ცივ წყალში, წვიმასა და ღამის სიბნელეში. მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა ქარისა და ზღვის დინების წინააღმდეგობები. მარათონელის მიერ ზღვასთან ჭიდილში, ზიგზაგური მოძრაობით დაძლეული მანძილი წინასწარ განსაზღვრულ სარეკორდო დისტანციას (21 კმ.) ბევრად აღემატება. ბეგლარ ელბაქიძემ გამოავლინა საოცარი გამძლეობა, უდიდესი ფიზიკური და სულიერი ძალისხმევა, გადალახა ყველა დაბრკოლება და თავისი მესამე საზღვაო-სარეკორდო მარათონი გამარჯვებით დააგვირგვინა.

მარათონელს კვალდაკვალ მიჰყვებოდა სამაშველო კატარღა BRIG-300, რომელზეც იმყოფებოდნენ: ლაშა როშჩინი – გემწამყვანი; კობა მჟავანაძე – მაშველ-მყვინთავი; დურსუნ ცინცაძე – შორეული ნაოსნობის კაპიტანი, პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე; ვახტანგ ბლაგიძე – მოჭიდავე, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, მარათონის მეგზურ-ლოცმანი; გივი ფეიქრიშვილი – საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესის“ წარმომადგენელი და გვანჯი მანია – მარათონის პროექტის ავტორი და ორგანიზატორ-კოორდინატორი.

სახმელეთო გზით გადაადგილდებოდა, საზღვაო ექსპედიციასთან უწყვეტი რადიო და სატელეფონო კავშირი ჰქონდა და ოპერატიულ საქმეებს წარმართავდა მარათონის ორგანიზატორთა მეორე ჯგუფი.

ვიდეოს ავტორი: გივი ფეიქრიშვილი

On Sunday, September 2, 2018, within the marine belt of Georgia, in the framework of the Golden Fleece Sporting Program and traditional festival Batumoba, the third sea-record marathon of Beglar Elbakidze, which has no analog in the history of mankind, was held.

The 58-year old Georgian athlete, musician and great master of folk swimming, twice world record-breaker Beglar Elbakidze, set a new record in the so-called Zezela (standing) old-Georgian martial-training swimming style with both hands raised above the water (holding in the right hand the Georgian flag and the Batumi City emblem in the left one). He covered by swimming, with his legs only, using no flippers or special swimsuit or other swimming aids whatsoever, 14 Olympic distances (14X1500=21000 meters) – 21 kilometers, in 13 hours and 35 minutes. The marathon swim’s start was the Batumi Lighthouse (08:45 AM), finish – the Kobuleti Municipality coastal waters (10:00 PM).

The principal organizers of the marathon swim were: Georgian Union for Support of World Achievements and Travels - Giorgi, Geographical Society of Georgia, National Academy of Sciences “Phasisi”, while sponsors: Adjarian NGOs, Union of Veteran Sportsmen, Ministry of Culture and Sport of Adjarian A/R, Khashuri and Kobuleti Municipalities, Batumi Navigation Training University.

From the start to finish weather was fine, sunny: air temperature +30°, sea water +26-27°. And still the marathon swimmer had to overcome a frequent changeability of the wind and sea slow direction, owing to which the distance covered by him by zigzag movement much more exceeded the scheduled one. In spite of this, Beglar Elbakidze displayed an amazing courage, stamina, the great spiritual and physical effort, overcame all the obstacles and successfully finished the set out program.

The marathon swimmer all the way was accompanied by a lifeboat BRIG-300, seating: navigator Lasha Roshchin, rescue diver Koba Mzhavanadze, Commissioner of Special Referees acting under the statute of the World Records Movement, ocean-going captain, professor Dursun Tsintsadzem wresler, world and Olympic champion, marathon pilot Vakhtang Blagidze, correspondent of the Associated Press, operator Givi Peikrishvili, and the marathon organizer and coordinator Gvanji Mania. The second group of the Commission moved by land and managed the organizational matters.

Video: By Givi Peikrishvili