ფინანსური განათლების პორტალი #ფინედუ იუბილარია

09/09/2021
Finedu-ის მიერ

ფინანსური განათლების პორტალი #ფინედუ იუბილარია

ზუსტად ერთი წელია, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პორტალი - www.finedu.gov.ge მომხმარებლებს ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო სანდო, მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდის.

ფინედუს შექმნით, ერთიან სივრცეში მოექცა, სხვადასხვა დროს ეროვნული ბანკისა და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით შექმნილი, ფინანსური განათლებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო რესურსები, მათ შორის - სახელმძღვანელოები, ბროშურები, ვიდეორგოლები, ბლოგები, ფინანსური კალკულატორები - ყველაფერი ის, რაც თემით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს პირადი და საოჯახო ფინანსების მართვასა და ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის პროცესში დაეხმარება.

00:00 ფინედუ იუბილარია
00:07 1 წლის შედეგები;
00:12 ახალი ინიციატივები;
00:28 კონკურსები;
00:40 ღონისძიებები;
00:48 სოც.მედია ვიზიტორები;
01:10 საერთაშორისო აღიარება;
01:20 მადლობა მომხმარებელს.

გახსოვდეთ, ფინანსური სირთულეების თავიდან აცილების საუკეთესო გზა, რისკებისა და შესაძლებლობების რეალისტურად შეფასებაა. შეფასებაში კი მხოლოდ და მხოლოდ ცოდნა დაგეხმარებათ.

#ჩემიფინანსურიმეგზური #ფინედუ #ფინანსურიგანათლება

ვიდეოები „Finedu"-ისგან