გიორგი გახარია ესპანეთის სამეფოს დელეგაციას შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გენერალურ კომისარს - ელოი კუიროს ალვარესს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ხორციელდება. გიორგი გახარიამ და ელოი კუიროს ალვარესმა ბოლო პერიოდში ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების აქტიური თანამშრომლობის შედეგად, წარმატებით განხორციელებული ერთობლივი ოპერაციებისა და ესპანეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს ეფექტური საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეადმისიის საკითხებში თანამშრომლობის მნიშვნელობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეადმისიის მოთხოვნები ქართული მხარის მიერ 100%-ით სრულდება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ესპანურ მხარეს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, სამინისტროს პრიორიტეტები, უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციის დელეგაცია საქართველოს ში...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შეხვედრა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრთან
Georgian Government
ესპანეთში სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების ქართველი წევ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ირაკლი ღარიბაშვილი, ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს პედრო...
Georgian Government
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის მეფის ფილიპე V...
Georgian Government
გიორგი გახარიასა და ზურაბ პოლოლოკაშვილის ვიდეო კონფერენცია გ...
newsplus საინფორმაციო პორტალი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ ალარ...
Georgian Government
საქართველოში შემოსვლის წესები მკაცრდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster