პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ხმაურის ფონზე

2021 წლის მთავრობის საქმიანობის ანგარიში - პრემიერ-მინისტრი და საქართველს მთავრობა პარლამენტში იმყოფებიან. საკანონმდებლო ორგანოს დღევანელი სხდომა საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. საკუთარ გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ნაწილი ოპონენტების კრიტიკას დაუთმო, რასაც ოპოზიციის ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარეს ბევრჯერ დასჭირდა სიმშვიდისკენ მოეწოდებინა დეპუტატებისთვის. ასევე ვითარების განმუხტვას აქტიურად ცდილობდნენ მანდატურებიც. პრემიერის გამოსვლის შემდეგ კანონმდებლებმა დასვეს შეკითხვები. სხდომას თეონა მანაგაძე აშუქებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები